"იმპოტენტი მთავრობა გვყავს... ეს ჯაყო ივანიშვილი ყველაფერს კადრულობს"
ავტორი: გურიის მოამბე
"იმპოტენტი მთავრობა გვყავს... ეს ჯაყო ივანიშვილი ყველაფერს კადრულობს"

"როდესაც ქოცები იწყებენ ძახილს-'ცოცხები მოგენატრათ, ცოცხები" ეს იყო ტყუილი და შარდი არის ნამდვილი, რაც ვნახე იმ ვიდეოში, რასაც აკეთებენ ამ ხელისუფლების პირობებში. 

ამ კაცს რაც უქნეს-ეს არის სიმბოლო მეორე საქართველოსი, სადაც ბინძური რუსი ოლიგარქი აშარდავს თავზე ადამიანებს. უკაცრავად მაგრამ, ვინც ამის უფლებას აძლევს ოლიგარქს, ზუსტად ამას გიკეთებთ ყველას. შარდ გისვამთ სახეზე. 

არ ვლაპარაკობ მის ბინძურ ფულებზე. მილიარდებბზე, რომელიც ბინძურად აქვს ნაშოვნი. არაფერს ვამბობ იმ ხეებზე, რომელსაც ყველა ღამე ეფერება, თუ არ ვიცი რას უშვება. 

ივანიშვილმა შექმნა არარაობების ხელისუფლება. რა არის ახლა ეს?-ეს ხალხი არავინ არ იცის, გარდა იმ მინისტრებისა, ვინც ძალიან სძულთ, მაგალითად წულუკიანი ვინმე იცნობს ამათ?

არარაობების ხელისუფლებამ იცის ის სიღარიბე, რომელზედაც ვითომ დღეს საუბრობდნენ შეხვედრაზე. სადაც წერია, რომ გაზრდილია ქვეყანაში მოშიმშილე მოხუცებისა და ბავშვების რიცხვი. 

წულუკიანს რატომ ვერ უშვებს იცით?-ბევრი ინფორმაცია აქვს და ბევრი აქვს მოსაყოლი, თუ როგორ გაკეთდა ბევრი საქმის ფაბრიკაცია, ამით ემუქრება ივანიშვილს, კვირიკაშვიოლსაც აქვს ბევრი მოსაყოლი. 

ამიტომაც არ შეუძლიათ მათ გადადგომა და თუ ეს არ შეუძლიათ, ჩვენ უნდა გადავდგათ. ჩვენ ხომ არ ვართ უიმედო მსხვერპლები? როგორ ხდება, რომ ეს ჯაყო ყველაფერს კადრულობს და ვერაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ხომ არ ვართ თეიმურაზები? 

იმდენად რთული სიტუაციაა ქვეყანაში, სუსტი ხელისუფლება, რომელიც იჭრება ბევრ რამეზე. იმპოტენტი მთავრობა გვყავს, რომელიც უშვებს უამრავ შეცდომას ყოველდღიურად. ესენი თუ კიდევ ორი წელი დარჩნენ, ქვეყანა აღარ იქნება. ამათმა ჩვენი თავი ათასი გამოგონილი ტყუილი ამბებით შეაზიზღეს ხალხს.. გამოგონილი ცოცხების კადრებით და ათასი საძაგელი ტყუილით. ივანიშვილი არის იმდენად სუსტი, რომ ჩვენ ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ გვაჯობოს. ვინც არ უნდა მოისყიდო შენ საცოდავო ჯუჯა არარაობავ, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და მიგიჩენ იმ ადგილს, რომელიც გეკადრება. რამდენი სიბინძურეც არ უნდა დამაბრალო და რაც არ უნდა შეთითხნო, შენ მაინმც მოგიწევს წასვლა და შენი ქონება გადაეცემა ქართველ ხალხს. მე და ჩვენი ხალხი, მოგაშორებთ ამ ქვეყანას და გადავარჩენთ მას დანგრევისგან"-აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს გამართული "ოცნების" გაფართოებული სხდომისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალის შეფასებისას. 

'.$TEXT['print'].'