"თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ , მკვდარი მეორეთ აღარ კვდებააააააა"
ავტორი: გურიის მოამბე
"თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ , მკვდარი მეორეთ აღარ კვდებააააააა"

შინაგან საქმეთა მინისტრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომ უწყებამ ზაზა სარალიძეს შვილის მკვლელის ვინაობა უთხრა, სოციალური ქსელით პაუხობს ზაზა სარალიძე.

„შ.ს.ს. მინისტრის მოადგილე ქალბატონი მეზვრიშვილი ადანაშაულებს მოსამართლე ქალბატონ ეკა არეშიძეს,რომ მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა.

ამავდროულად ამტკიცებს მეზვრიშვილი,რომ ჩემი შვილი ერთმა ბავშვმა მოკლა.

ფაქტია შ.ს.ს_ც მეუბნება

ჩვენ სისტემა ვართ და შეგვეშვი თუ არა გაგანადგურებო.

მინდა მადლობა გადავუხადო შ.ს.ს._ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას კიდევ ერთი გაფრთხილებისთვის.

მაგრამ მინდა შეგახსენოთ

2017 წლის 1 დეკემბერს სადისტურად მოკლეს ჩემი შვილი და მასთან ერთად მეც.

თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ

მკვდარი მეორეთ აღარ კვდებააააააა

რა გითხრათ ქალბატონო ნათია.არც კი ვიცი რა სიტყვებით შევაფასო თქვენი დღევენდელი განცხადებები.

მხოლოდ ერთს გეტყვით

თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ და იმ მკვლელების სიაში ხართ ვინც ჩემს შვილზე ხელი ასწია იმ საზარელ დღეს.“ -წერს შვილმოკლული მამა.

'.$TEXT['print'].'