მარშანიშვილი:"ყველაფერს საზღვარი აქ, რევაზ ფაცურია მაგ სიცრუეს არ იტყოდა"
ავტორი: გურიის მოამბე
მარშანიშვილი:"ყველაფერს საზღვარი აქ, რევაზ ფაცურია მაგ სიცრუეს არ იტყოდა"

"ყველაფერს საზღვარი აქ, რევაზ ფაცურია მაგ სიცრუეს არ იტყოდა, მეც არ ვიცოდი როდის იწამლებოდა"

ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი. ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი მარშანისვილი, ადგილობრივი მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები "გურიის მოამბეს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

ცნობისათვის: ირაკლი მარშანიშვილი ჩოჩხათის თემიდანაა, როგორც ის ქალბატონი, რომელიც ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით მოიწამლა

„გურიის მოამბეში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით, „ლანჩხუთში ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მოსახლეობის გაუფრთხილებლად მიმდინარეობს.

„შუა ასაკის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაციმედალფას კლინიკაში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. ერთ- ერთი მოწამლული აცხადებს, რომ ინტოქსიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეწამლეს. მისი თქმით, შეწამვლის შესახებ არ იყო გაფრთხილებული. მეორე კი ამბობს, რომ ტერიტორია ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით თავად შეწამლა და ამის შემდეგ მიიღო ინტოქსიკაცია“ - ნათქვამია სტატიაში.
გვინდა განვმარტოთ, რომ მამაკაცმა, რომელიც თავის ფართობში წამლავდა თხილს, არ დაიცვა უსაფრთხოების წესები.
„მედალფას“ მენეჯერის, რეზო კვერენჩხილაძის თქმით, ის უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
რაც შეეხება ქალბატონს, მისი თქმით, შეწამვლის დროს ეძინა. ქალბატონი ხორეთიდანაა. როგორც მერის წარმომადგენელი ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რევაზ ფაცურია ამბობს, შეწამვლის თაობაზე ყველა მოსახლე გაფრთხილებული იყო.
„კარდაკარ ჩამოვიარეთ ყველა ოჯახი. პირადად მე გავაფრთხილე ყველა. ამ ქალბატონის მეზობელმა გვითხრა, რომ შეწამვლის შესახებ ოჯახმა იცოდა. თუ ჩაეძინა და არ დაიცვა უსაფრთხოების წესები, ჩვენი ბრალი ნამდვილად არაა“, - აღნიშნა წარმომადგენელმა.
აქვე დავძენთ, რომ მოსალოდნელი შეწამვლის შესახებ ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას წინა დღით მიეწოდება ინფორმაცია და ეცნობება უსაფრთხოების წესები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია;

სტატია:

ლანჩხუთში ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა

 

ლანჩხუთის 'მედალფას" კლინიკაში ორი ადამიანი ინტოქსიკაციით არის შეყვანილი. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში მეორე ეტაპი მიმდინარე კვირის დასაწყისში, ორშაბათს სოფელ ნიგოითიდან დაიწყო, სადაც გასული წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე ცხელი წერტილი იყო და მოსახლეობაც სწორედ ამ ტერიტორიებზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო. 

მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები გუშინ ლესასა და წყალწმინდაში ჩატარდა. როგორც ადგილიდან "გურიის მოამბეს" აცნობეს, სწორედ ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ რამდენიმე საათში, შუა ასაკის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაციმედალფას კლინიკაში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს.

ერთ ერთი მოწამლული აცხადებს, რომ ინტოქსიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეწამლეს. მისი თქმით, შეწამვლის შესახებ არ იყო გაფრთხილებული.

მეორე კი ამბობს, რომ ტერიტორია ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით თავად შეწამლა და ამის შემდეგ მიიღო ინტოქსიკაცია.

ერთ-ერთი დაშავებულის ახლობელი გვეუბნება, რომ მოსახლეობას არა აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში. არ ეუბნებიან, რომ რამდენიმე საათი არ შეიძლება იმ ტერიტორიაზე პირბადის გარეშე ყოფნა. აქაც ექიმები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ბოლო დროს ყველაზე ხშირად პაციენტები სწორედ ფაროსანას შესაწამლი საშუალებებით იწამლებიან და გახშირდა ინტოქსიკაციის შემთხვევები.

აღნიშნულთან დაკავშირებით "გურიის მოამბემ" მიმართა ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურს და დაინტერესდა, თუ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე წესების დაუცველობის შემთხვევაში და ზოგადად ვინ ახორციელებს მათთან ამ საკითხებზე მუდმივ კომუნიკაციას. 

ადგილზე გვეუბნებიან, რომ პროცესებში ჩართულია ყველა სოფლის დეპუტატი და მერის წარმომადგენელი, ასევე მერიის დაქვემდებარებაში არსებული სოფლის მეურნეობის სამსახური: "ყველა სოფელში, ყველა ოჯახში დადიან და აწოდებენ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები. დეპუტატები, მერის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამსახურის თანამშრომლები, ყველანი ჩართულები არიან, რომ მ ოსახლეობაში ინფორმირებულობის დონე იყოს მარალი"-გვითხრეს პრესსამსახურში. 

გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკის გამოყენებით ხეხილის დამუშავება ხდება.

'.$TEXT['print'].'