რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და "ოცნებაში" პრემიერის გადადგომას
ავტორი: გურიის მოამბე
რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და "ოცნებაში" პრემიერის გადადგომას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან. როგორც ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, მმართველი გუნდი პრემიერისგან სამოქმედო გეგმას ელოდა, თუმცა როგორც ჩანს მან არჩია, რომ გეგმის წარდგენამდე გადამდგარიყო.

„როგორც ჩანს ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით, რაც შეეხება იმ ნაწილს რაზეც გუნდშიც გამოითქვა აზრი და პარტიის თავმჯდომარე ახსენა მან და მისი მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, შენიშვნები, ველოდებოდით განცხადებებს და ანგარიშს, ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ სჯობს წავიდეს.

„ძალიან წარმატებული პრემიერი გახლდათ კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის“-აცხადებს ზვიად ძიძიგური.

„როდესაც ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში რჩება, სახელმწიფოს სჭირდება ახალი ენერგია, ხედვები, რეფორმები“- განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

პრემიერის გადადგომას აფესებენ ოპოზიციაშიც

„კრიზისიდან ვერ გამოდიოდნენ და გადმოაგდო სატყუარა. ეს კრიზისი ოფიციალურად საპროტესტო მოძრაობის შედეგია. ისე კრიზისი კი იყო ადრევე მაგრამ ამის აღიარება არ სურდათ და ხალხმა აიძულა, რომ ეთქვათ-კი, ჩვენ ავად ვართ. მაგრამ ჩვენ პერსპექტიული ავადმყოფები ვართ, გადავრჩებით და  გადაგარჩენთ, რაც  მორიგი ტყუილია იმ უფასო ფულის არ იყოს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

„მოხდა ის, რაც გუშინ უნდა მომხდარიყო. კარგად ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება ჰქონდა მიღწეული. გუშინ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, გუნდმა შესთხოვა ბატონ ბიძინას, რომ გადადგომა გადადებულიყო გარკვეული პერიოდით, რადგან არ დაკავშირებოდა საპროტესტო აქციებს და დაკავშირებოდა ეკონომიკურ გამოწვევებს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ეს თხოვნა შეუსრულა, შეუსრულა ერთი დღით,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

„ეს ადამიანი 30 მარტს თვენახევრის წინ საუბრობდა ცინიკურად, საზოგადოებას ესაუბრებოდა და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ აქ ყვავ-ყორნებივით რომ დასტრიალებთ ჩემს ადმინისტრაციასო და რომ ელოდებით ტაიმერი როდის დარეკავს და როდის გადავდგებიო, პირობას   გაძლევთ რამდენიმე წელი ეს ტაიმერი არ დარეკავსო. აქედან გამომდინარე რისი თქმა შეიძლება, დიახაც, საზოგადოების ძალიან პატარა მაგრამ მაინც გამარჯვება.  ყველაფერი დამთავრდება შემოდგომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ბარტყების გადმოგდება. გადმოაგდო მირზა სუბელიანი, გადმოაგდო შოთაძე და გადმოფერთხა მთელი მთავრობა. პირადი მზარეულის დანიშვნა უნდა  ქალბატონი ცქიტიშვილის? ოლიგარქატი უნდა დამარცხდეს. ბიძინა ივანიშვილის უნდა ჩამოშორდეს  მართვის სადავეებს და ამას გააკეთებს საზოგადოება,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად რამდენიმე პირი მოიაზრება. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის არიან: გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე და მაია ცქიტიშვილი.

'.$TEXT['print'].'