"ბიძინა, რომელი იდეალისტი შენ მყავხარ"?
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინა, რომელი იდეალისტი შენ მყავხარ"?

"ბიძინა
2013 წლის პოსტს გავიმეორებ. აი რას გეუბნებოდი თურმე:
შენი მილიარდების მძევალია ამჟამად პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, მაგრამ გავა დრო და თავად გახდები მათი მძევალი, თუ მოინდომებ მათთვის ჟანგბადის გადაკეტავს. ისინი, შენგან გადმოგდებული ლუკმების პროპორციულად დააგროვებენ ყველა კომპრომატს და ცხვირის წინ დაგიტრიალებენ მუშტს. 
რატომ? 
იმიტომ რომ ეს ადამიანები შენს გვერდით იდეების გამო არ გაერთიანებულა. რომელი იდეალისტი შენ მყავხარ? 
ამ ხალხს მხოლოდ ფული აინტერესებს და თუ არ აჭმევ, შეგჭამენ. 
ფულის მონები არასოდეს არიან ერთგულნი, შენ კი მის გარდა არაფერი გაგაჩნია. 
გამოსავალი მხოლოდ ერთია, ან ბოლომდე უნდა გაყიდო ქვეყანა, ან საკუთარ ყულაბა გატეხო. 
შენ, ბოლო ვარიანტის გამკეთებელი რომ არა ხარ ფაქტია და სამშობლოს გაყიდვას ერი არ გაპატიებს. ის ტურების ხროვა, რომელიც გარს გახვევია, თავად მოგიღებს ბოლოს საშვილიშვილოდ".

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი ეხმაურება. 

'.$TEXT['print'].'