კვირიკაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის
ავტორი: გურიის მოამბე
კვირიკაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის

 

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობა პრემიერის კანდიდატურაზე უკვე ჩამოყალიბდა და ის ფინანსთან მინისტრი, მამუკა ბახტაძე იქნება. 

"კურიერის" ინფორმაციით, უმრავლესობამ აის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ის ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. მას 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

2013 წლიდან 4 წლის განმავლობაში იგი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს კი საქართველოს ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილებოდა- ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამა ცქიტიშვილი და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია, თუმცა დიდი ალბათობით "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი მამუკა ბახტაძეზე გააკეთა.

უცნობია ძველი მინისტრებიდან ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს, თუმცა "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან თეა წულუკიანი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მიხეილ გიორგაძე, მიხეილ ჯანელიძე და სოზარ სუბარი.

'.$TEXT['print'].'