"ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის წამზომი ჩართულია"
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის წამზომი ჩართულია"
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს”თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე პრემნიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას იმ პროტესტს უკავშირებს, რომელიც ქვეყანაშია.

მისივე შეფასებით, “ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეეშინდა, ძალაუფლება არ დაეკარგა, თუმცა ახლა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად დაკარგოს ძალაუფლება“

ბურჯანაძე ხაზს უსვამს უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებს და ამბობს, რომ ისინი ერთი ადამიანის გუნებაზე არიან დამოკიდებულნი.

„მე ამ გადაწყვეტილებას ვუკავშირებ იმ პროტესტს, რომელიც იყო საზოგადოებასა და ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება იმ ადამიანებისა, რომელსაც უნდა, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს. ეს იყოს შედეგი იმ ერთსულოვნებისა, რაც საზოგადოებაში იყო და შედეგი ხელისუფლების უხერხემლობისა და იმის შედეგი, რომ ერთი ადამიანის გუნება-განწყობაზე არის დამოკიდებული, რას იტყვიან უმრავლესობის წევრები.

გუშინდელი განცხადებების შემდეგ აბსოლუტურად სამარცხვინო მდგომაროებაში აღმოჩნდა „ქართული ოცნება“. მაინტერესებს, რა სინდისით გამოდიან. როგორც არ რცხვენიათ ტელეკამერების წინ როდესაც ლაპარაკობენ და ახლა გველაპარაკებიან პრემიერის გადადგომის შემდეგ, როცა გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე Unicef-ის კვლევას განიხილავდნენ მხოლოდ,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ხელისუფლება შეიცვალოს.

 

„ბიძინა ივანიშვილი თავის მებაღეს დანიშნავს პრემიერად, მეზობელს, თანაშემწეს თუ უახლოეს ნათესავს, მნიშვნელობა აღარ აქვს. სანამ ბიძინა ივანიშვილი როგორც თოჯინებს ისე მართავს მთავრობას და ხელისუფლებას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ გვარს, ვინ სად იჯდება... ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის წამზომი ჩართულია, ძალიან გამართულად და სწრაფად მუშაობს.“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'