უმრავლესობის დეპუტატი-"ის დაპირებები, რასაც საზოგადოებას აძლევდნენ, ვერ შეასრულეს"
ავტორი: გურიის მოამბე
უმრავლესობის დეპუტატი-"ის დაპირებები, რასაც საზოგადოებას აძლევდნენ, ვერ შეასრულეს"

მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და საზოგადოების დაკვეთაა, რომ მთავრობა გადადგეს. 

დეპუტატის აზრით, მათმა გუნდმა საზოგადოებას ის დაპირებები ვერ შეუსრულა, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰპირდებოდა, ამიტომ სახლში წასვლის დროა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, მაშინ მანდატების დატოვება თავად პარლამენტარებსაც მოუწევთ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავს.

„მთავრობაში ცვლილებები აუცილებელია. საზოგადოება ჩვენგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და იმ დაპირებების შერულებას ითხოვს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მივეცით. თუმცა ფაქტია, მთავრობა ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ეს ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს და რადგანაც საზოგადოების დაკვეთაც ეს არის, აუცილებლად მოხდება. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, მარტო მთავრობის პასუხისმგებლობა კი არა, შესაძლოა დეპუტატების მანდატების დატოვებაც კი მოგვიწიოს. ზოგადად ამაზე პასუხისმგებლობა პარლამენტმაც უნდა აიღოს", - აცხადებს ჭიჭინაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან კობერიძეც აცხადებს, რომ თუ არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს პასუხები არ გაეცა, სრულიად ლეგიტიმური იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.

'.$TEXT['print'].'