"საჭიროა საკადრო რევოლუცია და მონების შეცვლა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებით" - ლაგაზიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"საჭიროა საკადრო რევოლუცია და მონების შეცვლა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებით" - ლაგაზიძე

მონების შეცვლა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებით-ექსპერტები რადიკალური სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ვინ დარჩება და ვინ წავა, ამის შესახებ პროგნოზს კონკრეტულ მინისტრებზე ვერ აკეთებენ, თუმცა პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ კვირიკაშვილის გადადგომით მოვლენები სწორად განვითარდა, რისი ლოგიკური დასრულებაც ახლა უკვე მინისტრების უმრავლესობის შეცვლა იქნება.

“მთავრობას სჭირდება ბევრად მეტი ეფექტურობა, გაწერილი გეგმა და რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც თვითონ აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და თავის შეცდომებზე ბიძინა ივანიშვილს არ შეახოცავენ ხელს. ვფიქრობ მთავრობის 50%-მდე არის გადასახედი,“- აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი თვლის, რომ პრემიერის შეცვლა დაგვიანებულიც კი არის.

"პრინციპია შესაცვლელი, რადიკალური საკადრო რევოლუციაა მოსახდენი, იგულისხმება ერთი რამ, მონების შეცვლა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებით,"-აცხადებს ლაგაზიძე. 

'.$TEXT['print'].'