ვაკიჯვარი-ფამფალეთი - მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება
ავტორი: გურიის მოამბე
ვაკიჯვარი-ფამფალეთი - მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლების: ვაკიჯვარი-ფამფალეთი - მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
მიმდინარეობს სამუშაოების მე-3 ეტაპი.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე სურგულაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

 4 კმ. და 865 მ. სიგრძის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო ხიდის, სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. სამუშაოებზე ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ვაკიჯვარი-ფამფალეთი - მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „გზამშენი-18“ ახორციელებს. 

'.$TEXT['print'].'