4 წლამდე ბავშვი ცემით მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია
ავტორი: გურიის მოამბე
4 წლამდე ბავშვი ცემით მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია
ბათუმში ოთხ წლამდე ასაკის ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში ოთხი წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


'.$TEXT['print'].'