ბესო ქათამაძე:"პირდაპირ ვადებ ხელს გურიის გუბერნატორს"
ავტორი: გურიის მოამბე
ბესო ქათამაძე:"პირდაპირ ვადებ ხელს გურიის გუბერნატორს"

"ჩემზე თავდასხმა, და განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის დავალებით მოხდა. გურიის გუბერნატორს პირდაპირ ვადებ ხელს"

ეს განცხადება ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში, "კურიერის" ჟურნალისტთან საუბრისას, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ბესო ქათამაძემ, დღეს გააკეთა.

ქათამაძე, "მედალფას" კლინიკაში გუშინ, მასზე, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ოთახში, ამავე ფრაქციის დეპუტატების მხრიდან განხორციელებული ტავდასხმის შედეგად მოატავსეს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს.

მას მმართველი პარტიის დეპუტატებმა ტავსი რკინის ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ცაარტყეს.

"ხელისუფლებას ვაძლევთ 48 საათს რომ გამოიძიოს მომხდარი და დასაჯოს დამნაშავეები, წინააღმდეგ შემტხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მეტი სიმძლავრით განახლდება"-აცხადებს ქათამაძე.

'.$TEXT['print'].'