დეპუტატი:"გურიის პოლიციის უფროსი მომხდარის მიჩქმალვას ილა კეჭაყმაძესთან ერთად ცდილობს"
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატი:"გურიის პოლიციის უფროსი მომხდარის მიჩქმალვას ილა კეჭაყმაძესთან ერთად ცდილობს"

 

"მოვუწოდებ გურიის პოლიციის უფროსს, ნაცვლად არაოფიციალურ პირებთან ამ საქმის გამოძიებისა, სერიოზულად მოეკიდოს მომხდარს, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ინცინდენტში მონაწილეობდა და მიეცეს პასუხისგებაში. ამოიღოს გამოძიებამ ჩანაწერები ანძებიდან, გაარკვიოს თუ რა სახის შეხვედრები იმართებოდა სადაც იგეგმებოდა ეს თავდასხმა და დააზუსტოს ამ შეხვედრის მონაწილეები"

ეს განცხადება, დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ამავე პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ, გააკეთა.

მჟავანაძის განცხადებით, ნაცვლად ამისა, გურიის პოლიციის უფროსი, ბატონი მურადაშვილი, საკუთარ კაბინეტში, ილა კეჭაყმაძესთან, გურიის რუხ კარდინალთან და ფაქტიურ მმართველთან, ერთად იკეტება და იმაზე მუშაობს, თუ როგორ შეაფერხოს გამოძიება და ჩაფარცხოს დანაშაული."

"ეს უკანასკნელი კი, ვგულისხმობ ილა კეჭაყმაძეს, სპეციალურად ამ ამბის მოსაგვარებლად, ამ დღეებში ჩამოვიდა ოზურგეთში, სასწრაფო წესით"- აცხადებს 'ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრი.

 

'.$TEXT['print'].'