ოზურგეთის შშმ პირთა ნაკრები ჯომარდობაში საქართველოს ჩემპიონია
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის შშმ პირთა ნაკრები ჯომარდობაში საქართველოს ჩემპიონია

დღეს, ბორჯომის ხეობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში, ჯომარდობაში, პირველი ადგილი და შესაბამისად საქართველოს ჩემპიონობა ოზურგეთის შშმ პირთა ნაკრებმა მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას შშმ პირთა ნაკრების მენეჯერი ლანა ლომაძე საკუტარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

ოზურგეთის შშმ პირთა ნაკრები ჯომარდობაში საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.

ჯომარდობა, ანუ რაფტინგი სპორტის პოპულარული სახეობაა, აქტიური დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობა, მხიარული თავგადასავალი და გარკვეული გამოცდა…

მთის მდინარეებზე გასაბერი ნავით დაშვებისას გზად სხვადახვა სახის წინააღმდეგობები გვხვდება – ნაკადები, ჩქერები, მორევები, მორები და ლოდები… სწორედ მათი გადალახვა იზიდავს ტურისტებს საწყალოსნო ტურებზე.

ჯომარდობა გუნდური სპორტია. გუნდის ყოველი წევრი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს, ამასთან, მთლიანი ეკიპაჟი ინსტრუქტორის მითითებებს ემორჩილება. რაფტინგზე მოსმის სხვადასხვაგვარი მეთოდები გამოიყენება.

 

'.$TEXT['print'].'