ლანჩხუთმა პირველად თავის ისტორიაში არტ-გენს უმასპინძლა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთმა პირველად თავის ისტორიაში არტ-გენს უმასპინძლა

ლანჩხუთმა პირველად თავის ისტორიაში არტ-გენს უმასპინძლა.

ღონისძიება სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო.

თავდაპირველად ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიხსნა, შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცა საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნების“ ორთაბრძოლა ეხილა. ამის შემდეგ სცენა ფოლკლორულ ანსამბლებს დაეთმო. 
საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჯგუფმა „ფრანი“ გამართა.

"ლანჩხუთის რეალობაში არტ-გენი პირველად ჩატარდა. ადგილობრივებთან ერთად მოვისმინეთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის ანსამბლების შესრულება.საღამოს ასრულებს ჯგუფი „ფრანი“. ვფიქრობ, რომ ლანჩხუთში ფესტივალის დებიუტი შედგა. მინდ ასეთი დღეების სიმრავლე ვუსურვო ლანჩხუთს და სრულიად საქართველოს" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექანდრე სარიშვილმა.

'.$TEXT['print'].'