ფიზიკური დაპირისპირება თბილისში - კაჩინსკის ქუჩაზე ორი უცხოელი სცემეს
ავტორი: Rustavi 2
ფიზიკური დაპირისპირება თბილისში - კაჩინსკის ქუჩაზე ორი უცხოელი სცემეს

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისში - კაჩინსკის ქუჩაზე ორ უცხოელსა და საქართველოს 7-მდე მოქალაქეს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად დროს დაშავდნენ უცხოელები, ორი მათგანი დაზიანებებით გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზები გაურკვეველია დაზარალებულებისთვის.

ვითარება ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟებმა განმუხტეს. მომხდარი სავარაუდოდ დაფიქსირებული აქვს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს.

ინციდენტის თვითმხილველები სამგორის რაიონის პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

„მე და ჩემი მეგობრები სახლში ვბრუნდებოდით, როდესაც თავს ადამიანების ჯგუფი დაგვესხა. ისინი ჯერ რაღაცას გვეუბნებოდნენ, თუმცა შინაარსიც ვერ გავიგე, რადგან ქართულად არ ვლაპარაკობ. უცებ სახეში ქვა მომხვდა. შემდეგ კი 5 თუ 6 ადამიანი დაგვესხა თავს, მათ სხვებიც შეუერთდნენ. ეს ყველამ დაინახა. ჩემი ამერიკელი მეგობარი უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს და თბილისში ერთ-ერთი ბარის მფლობელია. მეც საქართველოში ვმუშაობ. ჩვენ არ ვართ ტურისტები, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ულამაზესი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ეს ინციდენტი,”-აცხადებს დაზარალებული ავთოზის მასუდი.

 

წყარო

'.$TEXT['print'].'