"აგერ მკიდია ლანჩხუთი და ლანჩხუთის "გურიაც", გადაეთრიეთ ჩემი ეზოდან" - ზაზა ურუშაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"აგერ მკიდია ლანჩხუთი და ლანჩხუთის "გურიაც", გადაეთრიეთ ჩემი ეზოდან" - ზაზა ურუშაძე

"აგერ მკიდია ლანჩხუთი და ლანჩხუთის "გურიაც", სულ არ მაინტერესებს, ვის რა დავალიანება აქვს, გადაეთრიეთ ჩემი ეზოდან, არ მაინტერესებს არაფერი" - ასე უპასუხა გრიგოლეთში, საკუთარ ფეშენებელურ აგარაკზე მყოფმა, ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა ჟურნალისტებს საფეხბურთო კლუბ  ლანჩხუთის "გურიას" დავალიანებასთან დაკავშირებით.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი ზაზა ურუშაძე სწორედ იმ დროს იყო საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას' მფლობელი, რა პერიოდზეც  ფიფა კლუბს  38 000 ევროს ედავება. საფეხბურთო კლუბის ყოფილმა მფლობელმა უარი განაცხადა კომენტრზე და ნხევარი საათი აგინებდა ჟურნალისტებს.

მან განაცხადა, რომ ფეხებს ვერავინ მოსჭამს და ფეხებზე კიდია პროკურატურაც, უშიშროებაც და სასამართლოც.

მომხდარამდე რამდენიმე წუთით ადრე, ურუშაძის პასუხისმგებლობა ლანჩხუთის "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა.

ადგილობრივი ლიდერის კახა ასკურვას განცხადებით,   არა მარტო 38 ათასი ევრო, არამედ 7 მილიონი ლარიც, რომელიც საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიაზე'' დაიხარჯა, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.

ლანჩხუთში მიიჩნევენ, რომ ზაზა ურუშაძემ, ლანჩხუთის გამგებლობად ყოფნის პერიოდში - 2014 - 2017 წლები - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლანჩხუთის "გურიასათვის" გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან უმეტესობა საკუთარ დასასვენებელი სახლების მშენებლობას მოახმარა კურორტ გრიგოლეთში.

'.$TEXT['print'].'