რუსი სტრიპტიზიორები ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ
ავტორი: გურიის მოამბე
რუსი სტრიპტიზიორები ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ

როგორც ინგლისური ყვითელი მედია "მირორი" იუწყება, კალინინგრადის ყველაზე ელიტური სტრიპტიზ ბარის "მაქსიმ"-ის თანამშრომლები, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წევრებს ყველანაირ მომსახურებას სთავაზობენ უფასოდ, ამაში შედის ასევე დილამდე ეროტიული მასაჟი.

ამის შესახებ განცხადება, სტრიპტიზ ბარის მენეჯერმა ევგენი სოროკინმა გააკეთა.

საგულისხმოა, რომ ელიტური სტრიპტიზ ბარი სასტუმრო "Radisson" მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, რომელშიც ინგლისის ნაკრებია განტავსებული.

თუმცა მეორე ინგლისური ყვითელი გაზეთის  "სანის" ინფორმაციით, ინგლისელებს რუსი სტრიპტიზიორებისათვის ამ ეტაპზე არ სცალიათ, რადგან დღეს, კალინინგრადში, მესამე ჯგუფურ შეხვედრას გამართავენ და ბელგიელებთან ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ.

'.$TEXT['print'].'