ოზურგეთში თორნიკე ხვედელიძის სახელობის მემორიალური ტურნირი ჭადრაკში დასრულდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში თორნიკე ხვედელიძის სახელობის მემორიალური ტურნირი ჭადრაკში დასრულდა

ოზურგეთში თორნიკე ხვედელიძის სახელობის მემორიალური ტურნირი ჭადრაკში დასრულდა.

მასში მონაწილეობა ოზურგეთელმა, ლაჩხუთელმა და ჩოხატაურელმა მოჭადრაკეებმა მიიღეს.
მაღალი კონკურენციის პირობებში I-ლი ადგილი გივი სიამაშვილმა, II - თორნიკე მახარაძემ და III - მიხეილ აფხაზავამ დაიკავეს. 
საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულები ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დააჯილდოვა. 

 აღნიშნული ტურნირი ოზურგეთის ჭადრაკის ფედერაციაში ყოველწლიურად ტარდება და იგი ტრაგიკულად გარდაცვლილი მოჭადრაკის - თორნიკე ხვედელიძის ხსოვნას ეძღვნება.

'.$TEXT['print'].'