"მერცხალმა" "აბაშა"-ს ერთი ქულა გამორჩა
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალმა" "აბაშა"-ს ერთი ქულა გამორჩა

საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის მორიგი, მე-11 ტურის მატჩში, რეგიონალ ლიგის დასავლეთ ზონის ბ ჯგუფში, სადაც ოზურგეთის  "მერცხალი" ასპარეზობს გუშინ, გურულებმა, საკუთარ მუნიციპალურზე აბაშის "ზანა" მიიღეს.

მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

მორიგი მე-12 ტურის მატჩს ოზურგეთელები სენაკში 8 ივნისს გამართავენ და რვაგუნდა ჯგუფში მეორე ადგილზე მყოფ "ეგრისს", რომელსაც 22 ქულა აქვს, ესტუმრებიან.

თავად "მერცხალი" კი 7 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და 1 ქულით უსწრებს ბოლოადგილოსან ხულოს "ხიხანს" რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ ასპარეზობს, რადგან გათამაშებაში მონაწილეობა ნაადრევად შეწყვიტა.

რაც შეეხება პირველადგილოსანს, ჯგუფს ერთპიროვნულად, 28 ქულით, ბათუმის "დინამო 2" ლიდერობს.

დინამო ბთ     28

ეგრისი          22

მეტა             19

ოდიში          15

ზანა             15

სქური            8

მერცხალი       7

ხიხანი           6

'.$TEXT['print'].'