ვულოცავ 150 წლის იუბილეს ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს!
ავტორი: გურიის მოამბე
ვულოცავ 150 წლის იუბილეს ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს!
„პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებაში, ყველა თანხმდება, რომ თეატრი მხოლოდ შენობა არ არის, ის ხელოვნებაა, ცოცხალი პროცესია. სათეატრო ხელოვნების ისტორიის ათვლა სწორედ ადგილობრივი ძალებით მომზადებული პირველი სპექტაკლიდან იწყება.
ოზურგეთის დრამატულ თეატრში პირველი წარმოდგენა 1868 წელს გაიმართა. თეატრს უკვე 150 წლიანი, უმდიდრესი ისტორია აქვს. აი, ამიტომ არის ოზურგეთი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი. ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე არაერთი ცნობილი სპექტაკლი დადგმულა და დღესაც ამდიდრებს ქართულ ხელოვნებას ახალი წარმოდგენებით. ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს, სწორედ თეატრალური საზოგადოება და დასის ღირსეული წარმომადგენლები ასრულებენ. ვამაყობ, რომ ჩვენს თეატრს ხანგრძლივ ტაშს, ოვაციებსა და ფეხზე მდგარ მაყურებელს ჩვეული დასი ჰყავს.
როცა „ქართუ ჯგუფი“ თეატრის რეკონსტრუქციას დაასრულებს იგი თავისი განახლებული ისტორიის ათვლას დაიწყებს.
ვულოცავ 150 წლის იუბილეს ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს! ვუსურვებ ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას, საერთაშორისო წარმატებებს და უამრავ მაყურებელს!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე (დ)

'.$TEXT['print'].'