დის მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს - უვადო პატიმრობა?
ავტორი: გურიის მოამბე
დის მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს - უვადო პატიმრობა?

დის მკვლელობაში ბრალდებულს 80 წლის რ. თ-ს შესაძლოა პროკურატურამ ბრალი დაუმძიმოს

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" საქმის პროკურორმა, შოთა ჩხაიძემ უთხრა.

პროკურორის განცხადებით, ამჟამად ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვს ბრალდებულს, 7 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, განზრახ მკვლელობისათვის: "ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუ დადგინდა რომ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი, მაშინ არაა გამორიცხული ბრალის დამძიმება, რაც თავისთავად 8 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს" - თქვა პროკურორმა.

ბრალდებულს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გიორგი ზვიადაძე), ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გამოძიება მას საკუთარი დის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაღმა დვაბზუში მცხოვრები საკუთარი დის, 82 წლის კ. თ-ძის განზრახ მკვლელობას ედავება.

თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი დას ეპილეფსია ქონდა და ამ დროს წაიქცა და რკინის ღუმელს დაარტყა თავი, რის შემდეგაც დამარხა მან თავის საკარმიდამო ეზოში.

ბრალდებულს გამოძიების ინფორმაციით ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

'.$TEXT['print'].'