კულტურა და პოლიტიკა?-ოზურგეთის თეატრმა იუბილეზე ოპოზიციონერი დეპუტატები დააიგნორა?
ავტორი: გურიის მოამბე
კულტურა და პოლიტიკა?-ოზურგეთის თეატრმა იუბილეზე ოპოზიციონერი დეპუტატები დააიგნორა?

"ოზურგეთის თეატრის 150 წლის იუბილეზე ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე დეპუტატები არ მიიწვიეს"

ამ განცხადებას ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, "ერთიანი ნაციონასლური მოძრაობიდან", ოზურგეთის საკრებულოში, დავით მჟავანაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ავრცელებს.

თუმცა იქვე ამატებს, რომ ფაქტის გაპროტესტების შემდეგ მოსაწვევები ოპოზიციისათვისაც "გაჩნდა".

"თუ ჩვენი ანსამბლები რუსეთში გამართავენ კონცერტს გვიმტკიცებენ რომ ხელონება და პოლიტიკა არაფერ შუაშიაო. სამაგიეროდ ოზურგეთის თეატრის 150 წლის იუბილეზე საკრებულოდან მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მიიპატიჟეს, ხოლო დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მოსაწვევი მას შემდეგ აღმოაჩნდათ რაც ეს ფაქტი გავაპროტესტე.

როგორც ჩანს თეატრის სამხატვრი ხელმძღვანელს და ოზურგეთის საკრებულოს წევრს ქართული იცნებიდან, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს აქ უკვე გაუჭირდა პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთისგან გამიჯვნა"-წერს დეპუტატი.

მჟავანაძისგან განსხვავებით, ღონისძიების მოსაწვევისთვის ასევე სოციალური ქსელით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მადლობას უხდის ენმ-ის დეპუტატი, ბესო ქათამაძე: 

"ვულოცავ ჩემ საყვარელ ოზურგეთს, თეატრის დაარსებიდან 150წლისთავს.
ასევე გურიას და სრულიად საქართველოს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90წელს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელს და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ბატონ ვასიკო ჩიგოგიძეს ასეთი კარგი საჩუქრისთვის და ღონისძიებაზე მიწვევისთვის"-წერს ქათამაძე.

დღეს ოზურგეთში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 150 წლისთავი აღინიშნება და ამ დღესთან დაკავშირებით გურიის ადფმინისტრაციული ცენტრი ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის თეატრის ადმინისტრაციისათვის მსგავსი ქმედება იშვიათი არ არის, მაგალითისათვის, გასულ წელს თეატრის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი სისტემატიურად აქვეყნებდა დამოუკიდებელი ტელეკომპანიოა "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგო განცხადებებს და ამ მედია საშუალების დახურვას ან ქიბარ ხალვაშისადმი გადაცემას ხელისუფლლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ხშირად ითხოვდა.

 

'.$TEXT['print'].'