უნიკალური ფოტოები - ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი დუმბაძე -ქვეყნდება პირველად
ავტორი: გურიის მოამბე
უნიკალური ფოტოები - ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი დუმბაძე -ქვეყნდება პირველად

საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.

"გურიის მოამბეს" დიმიტრი დუმბაძის შთამომავალმა, მიხეილ დუმბაძემ, გადმოსცა უნიკალური ფოტოარქივი, ფოტოებში ნათლად სჩანს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მშენებლობის ხელმძღვანელი, სიმონ კლდიაშვილისა და ნიკო ცხვედაძის ახლო მეგობარი, შემოქმედელი, დიმიტრი დუმბაძე, ილია ჭავჭავაძესთან ერთად.

ვინაიდან შენობა თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო სათავადაზნაურო გიმნაზიას,  სათავადაზნაურო ბანკი ინახავდა, დიდი ილიას სტუმრობაც გასაგებია და ამ ფოტოებზე (რომელიც სავარაუდოდ გასული საუკუნის 900-იან წლებშია გადაღებული), დიმიტრი დუმბაძე ილია ჭავჭავაძეს, სავარაუდოდ მშენებლობის მიმდინარეობას და დეტალებს უხსნის.

ამ ფოტოებში ასევე საინტერესოა აკაკი წერეთლის დაკრძალვა, რომელიც ასევე პირველად ქვეყნდება, სადაც სამძიმარზე მისული დიმიტრი დუმბაძე თავის ხუთი მოწაფით მივიდა, მოსწავლეებს თან აქვთ სამგლოვიარო გვირგვინები რომელიც "ა.კ.ა.კ.ი"- იკითხება.

თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს სურათები პირვანდელი სახით-შეგიძლიათ დარეკოთ: მიხეილ დუმბაძე;  558 24 29 35; 577 110 547;

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ვაკის რაიონის უძველესი შენობაა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის (რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია) ხუროთმოძღვარი პირველი ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი იყო, რომელიც მოსკოვის ფერწერისა და  ხუროთმოძღვრების სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. მას ჰქონდა დავალებული შენობის დაპროექტება, ხოლო მშენებლობის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი იყო ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწენიკო ცხვედაძე. შენობა კერძო პირების შემოწირულობების ხარჯზე აშენდა. მშენებლობა 1899 წელს დაიწყო და სიმონ კლდიაშვილის ხელმძღვანელობით 1906 წელს დასრულდა. კლდიაშვილის პროექტის თანახმად, შენობის ცენტრალურ ნაწილში მართლმადიდებლური ეკლესია იყო განთავსებული, რომელიც შემდგომში გადააკეთეს, ზედა ნაწილი სამკითხველო დარბაზად აქციეს, ხოლო ქვედააუდიტორიად. სათავადაზნაურო გიმნაზიას სათავადაზნაურო ბანკი ინახავდა, ხოლო ღვთისმეტყველების ლექციებს ერთი პერიოდი  საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე კითხულობდა. რენესანსული არქიტექტურის მოტივებზე აგებული შენობა მოგვიანებით ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელ საზოგადოებას გადაეცა, რომლის თავკაცი ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი იყო. უნივერსიტეტი საზეიმოდ 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა-ლოცვა  აღავლინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს ჩატარდა, ივანე ჯავახიშვილმა

 

'.$TEXT['print'].'