ლანჩხუთში წინაქრისტიანული, საკულტო დანიშნულების ქვის სტელა აღმოაჩინეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში წინაქრისტიანული, საკულტო დანიშნულების ქვის სტელა აღმოაჩინეს

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა სოფელ ჭანჭათში ექსპედიცია მოაწყვეს. როგორც მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, ჭანჭათის ტყეში მაღალ გორაკზე წინაქრისტიანული, საკულტო დანიშნულების ქვის სტელა აღმოაჩინეს: 
სოფ.ჭანჭათში, ე.წ. ყურიათის უბნის ზემოთ ტყეში, დაახლოებით 5 კმ-ში, მაღალ გორაკზე აღმოჩნდა წინაქრისტიანული, საკულტო დანიშნულების ქვის სტელა. სიმაღლე 2,50მ. სიგანე-1,60 მ. ვფიქრობთ ეს ულამაზესი ტყე , ამ მნიშვნელოვანი ძეგლით, საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ეკოტურიზმის მოყვარულთათვის, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ-ვკითხულობთ ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

'.$TEXT['print'].'