გერმანელი ექსპერტი: რუსეთის ნაკრები დოპინგს იღებდა
ავტორი: გურიის მოამბე
გერმანელი ექსპერტი: რუსეთის ნაკრები დოპინგს იღებდა

რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე დოპინგს მოიხმარადნენ? – აღნიშნული ეჭვი უკვე არაერთხელ გამოითქვა, ხოლო გერმანელმა ფრიტც შიორგელმა ამის შესახებ დარწმუნებით განაცხადა.

“ჩემთვის ეს დოპინგია”, - განუცხადა Bild-შიორგელმა, რომელიც დოპინგექსპერტი გახლავთ.

ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემაში ფოტოც გავრცელდა, რომელზეც ალექსანდრ გოლოვიანია ასახული და რუსი ფეხბურთელი ნივთიერებას ყნოსავს.

არსებობს ვარაუდი, რომ რუსი ფეხბურთელები ესპანეთთან და ხორვატიასთან დოპინგის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ, ისინი ამიაკის ნივთიერებას მიიღებდნენ, რომელიც აკრძალული არაა, თუმცა ექსპერტების აზრით, ფიზიკურ კონდიციებს აუმჯობესებს.

worldsport.ge

'.$TEXT['print'].'