ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს

აფექება მოხდა წუხელ გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12 სართულიან საცხოვრებელ  კორპუსთან, ე.წ  "ფანტანის" ბინებთან. 

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა, აღნიშნულ კორპუსთან მდგომი "დელიკას" მარკის მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს.

ადგილზე ამ წუთებში პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.

აღნიშნული მიკროავტობუსი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეებს  ეკუთვნით.

მიკროავტობუსის მფლობელები აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.

'.$TEXT['print'].'