სიკვდილის ზონები საქართველოში - მთავრობა პრობლემის გადასაჭრელად შესაბამის ზომებს დღემდე არ იღებს
ავტორი: გურიის მოამბე
სიკვდილის ზონები საქართველოში - მთავრობა პრობლემის გადასაჭრელად შესაბამის ზომებს დღემდე არ იღებს

ოფიციალური ინფორმაციით 2015- 2017 წლებში  საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 352 ადამიანი დაიხრჩო. ე.წ. საშიშ ზონებში შესვლა მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია. ადგილზე  არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი ნიშნები.  იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა,  მთავრობა პრობლემის გადასაჭრელად შესაბამის ზომებს დღემდე არ იღებს.  არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს უბედური შემთხვევების შესამცირებლად პოლიტიკის შემუშავებას წლებია უშედეგოდ სთხოვენ. დღემდე არ არსებობს კანონი რომელიც სახიფათო ადგილებში წყალზე  უსაფრთხოების წესებს გაამკაცრებდა.

კანონის არარსებობასთან ერთად, სპეციალისტების თქმით პრობლემაა თავდაცვის სისტემის არარსებობაც:

“საჭიროა არსებობდეს გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ შესაბამისი სამსახურის ინფორმირებას, არამედ  ამ ინფორმაციის მიწოდებას იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში საფრთხის ქვეშ არიან. არანაირი შედეგი არ ექნება იმის ცოდნას, რომ სადღაც მოსალოდნელია წყლის სწრაფი მატება მინისტრისთვის,  თუ სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სისტემა, რომლის მიხედვითაც სასწრაფოდ ხდება რეაგირება და ვიდრე წყალი მივა ადგილამდე და საფრთხე დაემქურება ადამიანებს, მოხდება მათი გაფრთხილება და ამოყვანა წყლიდან” – ამბობს რეზო გეთიაშვილი, CENN – ის წარმომადგენელი.

ასევე,  არ ხდება უბედური შემთხვევების ძირითადი მიზეზების გამოკვლევა, შემდგომი პრევენციის მიზნით.

monitori.ge

'.$TEXT['print'].'