მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჭანჭათში
ავტორი: გურიის მოამბე
მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჭანჭათში

დავიწყებ  ამ  ულამაზესი  სოფლის  მოკლე   ისტორიით:  სოფელი  ჭანჭათი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; აკეთის თემი), ერთ-ერთი  ძველი  და  ცნობილი  სოფელია  გურიაში.  იგი  აკეთის  თემში  შედიოდა  და  თავად  თავდგირიძეთა  სამფლობელოს  წარმოადგენდა. სამწუხაროდ  დღეს  ამ  გვარის  არც  ერთი  წარმომადგენელი  არ  ცხოვრობს  სოფელში.

ცნობილი  ქართველი  კომპოზიტორის, ზაქარია  ფალიაშვილის  მასპინძელი  გურიაში  მოგზაურობის  დროს  ჭანჭათელი  თავდგირიძეები იყვნენ.  ზაქარიამ  ორჯერ  იმოგზაურა  1909 წელს  ამ  მხარეში.  თავდ- გირიძეების  მეშვეობით  გაიცნო  და  ჩაიწერა  ცნობილი  გურული  მომ- ღერლების  ჯგუფი ,,შვიდკაცა”.

თავდგირიძეების  უკანასკნელი  წარმომადგენლები  იყვნენ : ვისი თავ- დგირიძე _ ცნობილი  პოეტის მამია  გურიელის  დისშვილი,  ანდრიუშკა თავდგირიძე,  რომელმაც  საშინელ  სიღარიბეში გაატარა  სიცოცხლის  ბოლო  წლები,  ნიკო  თავდგირიძე _ სოხუმის  ქალაქის თავი.

ჭანჭათში დღესაც  ახსოვთ  ერთი  ასეთი  კურიოზული  ისტორია. ვისი  თავდგირიძემ  თავისი  ნაყმევი  ნიგოითში  გააგზავნა : ,,წადი ,  ბარათი იქნება  ჩემთვის და  წამოიღეო”. წავიდა ეს  კაცი  და  მოითხოვა  ვისის  ბარათი.  მიაწოდეს  ბარათი. ყმას  გაუკვირდა  და  უთხრა  ბარათი  სად _ ღააო . აი, ესაა  ბარათი, _უი, მე  გოდრით  მოვედი  ბარათის წასაღებადო”_ უპასუხია  მას.

სოფელში  ისტორიულად  მოსახლეობენ  შემდეგი  გვარები:  წულაძე_ ები, ვადაჭკორიები,  გოგუაძეები,  ჩიჩუები, მგელაძეები , კლდიაშვილები,  ჭანტურიშვილები და სხვ.

მთელს  გურიაში  ჭანჭათი  ცნობილი  იყო  როგორც  განათლებული  და  კულტურული  სოფელი. Aამას  ეს  ხალხური  ლექსიც  მოწმობს, რომელიც  მოტანილი  აქვს  აპოლონ  წულაძეს  თავის წიგნში ,,ეთნოგრაფიული  გურია”:

           ამაღლება  საქებია

           სამებაში  დათვებია,

           ვანელები  ყრუებია,

            ზომლეთლები  ცრუებია.

            ჭანჭათი  განათლებული,

            აკეთი  გათათრებული,

            ძიმითი  გაკოტრებული,

            აცანა  გაქოთნებული.”

ჭანჭათში  მხოლოდ  ერთი  ეკლესია  არსებობდა , წულაძეების  საგვარეულო  მთავარანგელოზის  ეკლესია.  ამ  ეკლესიის  მღვდელი     იყო  იოანე  წულაძე , შემდეგ  კი  მისი შვილი  ლავრენტი  წულაძე.   

ამ  ეკლესიაში  მიმდინარეობდა  დაწყებითი  განათლების  მიღება.

ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვის  დღეს მღვდელმა იოანე წულაძემ პარაკლისი გადაიხადა მთავარანგელოზის ეკლესიაში და ,,მოსე მწერალი’’ წაუკითხა ხალხს.

იოანე წულაძის  ოჯახში დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი და მეფუტკრე აპოლონ წულაძე. მის ნაწერებს დიდ ადგილს უთმობდა ,,ჯეჯილი’’,,ივერია’’, ,,კვალი’’,  ,,ეშმაკის მათრახი’’ და სხვა გამოცემები.

სამწუხაროდ , იმ შავბნელ წლებში აპოლონ და ლავრენტი წულაძეები რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ და ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე.

აპოლონ წულაძის შვილიშვილი, ლია წულაძე ერთ ასეთ ფაქტს იგონებს ბაბუას ცხოვრებიდან: ,,ფილიპე მახარაძე შეხვედრია და უკითხავს როგორ ცხოვრობო: არც ისე უსვინდისო ვარ ამ დროში რომ კარგად ვიყო”-უპასუხია ამ დიდ პატრიოტს.

როგორც ცნობილია  გურიის გლეხთა 1841 წლის აჯანყება ჭანჭათიდანდაიწყო. ამ აჯანყების ხელმძღვანელები იყვნენ გოგია, ათანაი და ნიკოლოზ ვადაჭკორიები.

მიხეილ ვადაჭკორიას გადმოცემით, რომლის ბაბუას მამაც ყოფილა გოგია ,, ახალ წელიწადს გოგიე გატენიდა თოფს, მიაბრუნებდა ჩრდილოეთისკენ, დაცლიდა და შესძახებდა ,,სიკვდილი კილავ რუსებს”

(ჯერ კიდევ როდის!). მისსივე თქმით ,, გოგიე ამაყობდა თურმე ბილიატოკი (ბიბლიოთეკა) რომ გააკეთეს, ერთი ქვაი გავთალე და მივიტანეო.

გოგიამ გადასახადის ამკრეფი  ბარათაშვილი, რომელიც სულს ხდიდა გლეხებს, გავარვარებული რკინით დადაღა. Aაქედან დაიწყო გლეხთა აჯან-ყება ბატონყმობის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ მთელს გურიაში გავრცელდა და დიდი როლი ითამაშა ბატონყმობის გაუქმების საქმეში.

ჭანჭათი ამაყობს თავისი გამოჩენილი სახელოვანი შვილებით, როგორებიცაა: ვალოდია გოგუაძე- საქართველოს პირველი ეროვნული გმირი , რომელიც მენშევიკური მთავრობის დროს ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური იყო და  გმირულად იბრძოდა ოკუპაციის წინააღმდეგ. იგი  მეუღლესთან,

ნამეტია ბერძენიშვილთან ერთად ემიგრაციაში გაყვა ნოე ჟორდანიას მთავრობას  და ლევილშია დაკრძალული.  ჭანჭათელები სამართლიანად თხოვენ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ სოფლის ცენტრში ვალოდია გოგუაძის ბიუსტი დაიდგას და ვფიქრობ, ამ დიდი პატრიოტის ხსოვნის საპატივცემულოდ ეს აუცილებლად გაკეთდება. 

სერგი წულაძე- გამოჩენილი ფსიქოლოგი, ,,ვეფხისტყაოსნის” ფრანგილად მთარგმნელ; ვალერიან ვადაჭკორია- ყოფილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გაიოზ ვადაჭკორია- ექიმი, შოთა ვადაჭკორია-მწერალი, შოთა ვადაჭკორია- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორები ტიტე დაგალაქტიონ ჩიჩუები, ბაადურ წულაძე-კინორეჟისორი და მსახიობი, რომელმაც ერთხელ შეხვედრის დროს მითხრა: ომიანობის დროს ჭანჭათში ვიზრდებოდი ბებიასთან და ახლა რომ ცოცხალი ვარ ეს ჭანჭათელების დამსახურებააო. ვალოდია წულაძე- მსახიობი და სხვ.

ეს მოკლედ  ამ მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე სოფლის შესახებ. 

ახლა მინდა გიამბოთ  იმ საიტერესო აღმოჩენის შესახებ, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი მხარის , არამედ საქართველოს ისტორიისასთვისაც.

ცოტა ხნის წინ მუზეუმს ეწვივნენ ჭანჭათელები, ბატონები რომან, ჯამბულ დაზურაბ ჩიჩუები და მოგვიტანეს ფოტო რომელზეც ნათლად ჩანდა, რომ საქმე გვქონდა წინაქრისტიანულ ძეგლთან. Gგასულ კვირას მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მოვაწყვეთ ექსპედიცია აღნიშნული ძეგლის შესასწავლად. დაახლოებით 5 კმ. ულამაზეს ტყეში სიარულისშემდეგ ,ე.წ. ზეგნის მიმდებარე ტერიტორიაზე მივადექით მაღალ გორაკს, რომლის წვერზეც, შუა ადგილას მდებარეობს ძეგლი. Eეს გახლავთ  დიდ ლოდზე დამაგრებული სტელა, რომლის სიმაღლე 2,50 მ-ია, ხოლო სიგანე-1,60მ.ძეგლი დაზიანებულია და საჭიროა რესტავრაცია როგორც ჩანს ეს გახლდათ საკულტო ნაკეთობა და საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას.

ჩვენ ამის შესახებ დავუკავშირდით და მივაწოდეთ მასალები ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ასევე გამოვაქვეყნეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს გის პორტალზე. ძალიან დაინტერესდნენ და ვფიქრობთ სათანადოთ იქნება შესწავლილი.

ახლა რაც შეეხება ამ ულამაზეს ადგილს, სადაც ეს ძეგლი მდებარეობს.  ჩვენი აზრით  ეს ადგილები ძალიან საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისითაც, მითუმეტეს ამ საინტერესო ძეგლთან ერთად. Eეს არის საუკუნოვანი, ულამაზესი უნიკალური ჯიშის ხეებით სავსე ტყე, სადაც  ადრე უმოკლესი გზა შედიოდა ნიგოითიდან. Eახლა ეს გზა გაუვალი ბარდებითაა სავსე და რომ არა ჩვენი მასპინძლები, ალბათ ვერც მივაღწევდით ამ ძეგლამდე. Aუცილებელია და ამას მოითხოვს იქ მაცხოვრებელი, მართლაც თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებული ხალხი, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს და გზა აუცილებლად გაკეთდეს, რათა ეს ლამაზი მხარე, მისი დიდი ისტორიით, ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისათვის. განსაკუთრებით ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.

იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დადგება დრო, როცა ისეთ სოფლებს, როგორიცაა ჭანჭათი, სათანადოთ მიეხედება და მიგრაციისათვის განწირული სოფელი ძველ დიდებას დაიბრუნებს. 

ნონა იმნაძე; ლანჩხუთიოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი








'.$TEXT['print'].'