„ადამიანი, რომელიც ფულს შოულობს რუსეთში, როგორ შეიძლება, ის დამოუკიდებელი მინისტრი იყოს?!“
ავტორი: გურიის მოამბე
„ადამიანი, რომელიც ფულს შოულობს რუსეთში, როგორ შეიძლება, ის დამოუკიდებელი მინისტრი იყოს?!“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გამოცდილების არმქონე ფიგურების წამყვანი სამინისტროების ხელმძღვანელ პირებად წარდგენა მიუღებელია, მით უფრო ისეთი პირების, რომლებიც „ფულს შოულობენ მოსკოვში“.

 „ქართული ოცნების“ მთავრობის შემადგენლობა არასდროს გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, იყო საშუალო გუნდი და რაც დროს გადის, ეცემა და ეცემა მათი კლასი. ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი - ეს არის ყველაზე მთავარი ფიგურა საქართველოს ხელისუფლებაში, რომელთაც აბარია ქვეყნის ბედი და რომელიღაც სფეროში რაღაც წარმატების მქონე, ბიზნესმენი თუნდაც, რაღაცის მცოდნე, რომ უცბად მოგვევლინება ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე მინისტრად, ეს ნიშნავს რომ ის გაიქცევა, ან გააგდებენ ან დამთავრებს თავის მოღვაწეობას კრახით და სხვას რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელიც ფულს შოულობს მოსკოვში, რუსეთში, როგორ შეიძლება რომ ის იყოს დამოუკიდებელი მინისტრი საქართველოს მთავრობაში?!“, აცხადებს რომან გოცირიძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი პირი, ექიმი კარდიოლოგი - გიორგი ქობულია გახდება. იგი მოსკოვში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „McKinsey"-ის უფროსი პარტნიორია. ფინანსთა მინისტრად კი, კომპანია „ჯეოსელის" კომერციული დირექტორი ვანო მაჭავარიანი სახელდება.

'.$TEXT['print'].'