სურსათის უვნებლობამ "ნიაბაურს" "ჭყიმარტეს" და კიდევ 24 რესტორანს ფუნქციონირება დროებით შეუჩერა
სურსათის უვნებლობამ "ნიაბაურს" "ჭყიმარტეს" და კიდევ 24 რესტორანს ფუნქციონირება დროებით შეუჩერა

როგორც 'გურიის მოამბეს" კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა ამ წუთისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 25 რესტორანს ფუნქციონირება "სურსათის უვნებლობის" სამსახურმა დროებით შეუჩერა.

სხვადასხვა დარღვევების გამო მათი უმრავლესობა 1000-1000 ლარით დაჯარიმდა და მიეცათ ვადები ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რომლის გამოსწორების შემდეგაც ნებისმიერ მათგანს ფუნქციონირების გაგრძელების უფლება მიეცემა.

მათ შორის რამდენიმე ცნობილი რესტორანია, მაგალითისათვის "ნიაბაური".

რაც შეეხება "ჭყიმარტეს" (რესტორნების ქსელი მაღალმთიან გურიაში-აჭარის საზღვარზე, აჭის ხეობა), ვინაიდან ის აჭარის ფარგლებში შედის, გურიის სურსათის უვნებლობის სამსახურმა რეკომენდაცია მისცა აჭარელ კოლეგებს შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად.

'.$TEXT['print'].'