"დასანანია, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციით ხსნის"
ავტორი: გურიის მოამბე
"დასანანია, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციით ხსნის"

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ოთარ კახიძესთან კონსულტაციები გამართა.

"დასანანი და სამწუხაროა, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი ხსნის თავის კანდიდატურას ზურაბ ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე... სწორედ ეს ასპექტია ჩემთვის დასანანი, რადგან საბჭოს წევრებმა ერთხმად აღნიშნეს და სხდომის მიმდინარეობისას მოისურვეს მასთან სატელეფონო საუბარი, რაც შედგა და ჩემდა სამწუხაროდ მან ტელეფონითაც დაუდასტურა რომ, რადგან ოთარ კახიძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხსნიდა კანდიდატურას. მე გამიჩნდა კითხვა, როდესაც პოლიტიკური პარტია და ადეიშვილის მოადგილე აყენებს კანდიდატურად შალვა შავგულიძეს, ირინა ენუქიძის ადვოკატს, ჩემს ყოფილ თანამებრძოლის და შალვა შავგულიძე, ირინა ენუქიძის ადვოკატი, ხსნის თავის კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე, ეს რა შეიძლება იყო თუ არა სამწუხარო და დასანანი”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

'.$TEXT['print'].'