"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი ” ნაციონალური მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს. 

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში არც უარყოფებ და არც ადასტურებენ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი, გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო პარტიაში და უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა.

გრიგოლ ვაშაძე 2008 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2008 წლის 1 ნოემბერს  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან კი აგარეო საქმეთა მინისტრად

2017 წლიდან არის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი.

 

 

'.$TEXT['print'].'