პრემიერმა შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, საქმიანი პოლიტიკით უპასუხოს
ავტორი: გურიის მოამბე
პრემიერმა შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, საქმიანი პოლიტიკით უპასუხოს

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმიანი პოლიტიკით პარლამენტში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მამუკა ბახტაძემ პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო.
„დღეს მამუკა ბახტაძემ წარადგინა განახლებული კაბინეტისა და გუნდის ახალი წევრები. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმიანი პოლიტიკით პარლამენტში. პრემიერმა ახლო და მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო პარლამენტთან თავისი საქმიანობა და დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც მან დააანონსა, პარლამენტთან თანამშრომლობა მხოლოდ საქმეს წაადგება. რაც შეეხება მინისტრების გამოცდილებას, რაც ცნობილია ჩვენთვის, ამ ადამიანებს აქვთ საქმიანი გამოცდილება, აქვთ წარმატებული კარიერა გამოვლილი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკურ განვითარების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„ახალგაზრდული ეკონომიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეკონომიკურ განვითარების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. პარლამენტს სწორედ კითხვები ჰქონდა, თუ რამდენად თანაბრად, სამართლიანად ნაწილდება პროგრესი, ის მიღწევები და ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში აქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

'.$TEXT['print'].'