„კვირას აუცილებლად მოვიგებთ“ - ხორვატიის პრეზიდენტი
ავტორი: გურიის მოამბე
„კვირას აუცილებლად მოვიგებთ“ - ხორვატიის პრეზიდენტი

ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ნატო-ს სამიტს ესწრება, სწორედ ამიტომ მან გუშინ გამართულ ნახევარფინალურ მატჩზე დასწრება ვერ შეძლო, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ხორვატია მსოფლიო ჩემპიონი გახდება:

„ვერ გეტვით, რომ თავიდან ბოლომდე ვნახეთ გუშინ გამართული შეხვედრა. მატჩის მიმდინარეობას თვალს ვადევნებდით სამუშაო სადილზე. ატმოსფერო იყო შესანიშნავი. ალიანსის წევრი სახელმწიფოები გვილოცავდნენ. მე ასე ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევარფინალში და ფინალში ნატო-ს წევრები მოხვდნენ. მე და საფრანგეთის პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შეხვდებით მოსკოვში კვირას და ვუგულშემატკივრებთ ჩვენს გუნდებს. კვირას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ”, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.

'.$TEXT['print'].'