„წულუკიანი იუსტიციის კი არა, შანტაჟის მინისტრია... მას დიდი კომპრომატები აქვს პირადად ივანიშვილზე“
ავტორი: გურიის მოამბე
„წულუკიანი იუსტიციის კი არა, შანტაჟის მინისტრია... მას დიდი კომპრომატები აქვს პირადად ივანიშვილზე“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ სამთავრობო ცვლილებები ფასადურ ხასიათს ატარებს და არ პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნას.

მურთაზ ზოდელავა „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია.

"ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია. ვთვლით, რომ სამთავრობო ცვლილებები ფასადურია და არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია, ანუ პოლიტიკის ბენეფიციარი და მთავარი დამკვეთია. ხალხს აქვს მოთხოვნა, რომ იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ შეიცვალოს ყველა ის მიმართულება, სადაც ხელისუფლებამ უმძიმესი ჩავარდნა განიცადა, თუმცა ამ მოთხოვნას ხელისუფლება,პასუხობს ისე, როგორც დღეს ვიხილეთ. ეს რეალურად მამუკა ბახტაძის კაბინეტი ხომ არ არის, ვის სჯერა საქართველოში, რომ მან დააკომპლექტა მინისტრთა კაბინეტი?!"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

რაც შეეხება თეა წულუკიანის მინისტრთა კაბინეტში დარჩენას, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ როგორც ჩანს იუსტიციის მინისტრს დიდი კომპრომატები აქვს პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ქალბატონ წულუკიანს სკანდალური კომპრომატები აქვს უშუალოდ ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ. რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის ხელაღებით მოისროლეს და მირზა სუბელიანის სკანდალი მხოლოდ მას აკიდა „ქართული ოცნების“ პოლიტელიტამ. წულუკიანი არა იუსტიციის მინისტრი, არამედ შანტაჟის მინისტრია“ - დასძინა მურთაზ ზოდელავამ.

 

'.$TEXT['print'].'