„იუსტიცია - იგივე, სასამართლო - იგივე..ეს ყველაფერი „ხეების პროწიალს“ დაემსგავსა, ქვეყანა „მაშველთა“ მოლოდინშია“
ავტორი: გურიის მოამბე
„იუსტიცია - იგივე, სასამართლო - იგივე..ეს ყველაფერი „ხეების პროწიალს“ დაემსგავსა, ქვეყანა „მაშველთა“ მოლოდინშია“

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ქერს:

„ხელისუფლება უკვე ხელთათმანივით იცვლის მინისტრთა კაბინეტს, ქვეყანა „მაშველთა“ მოლოდინშია, არადა, ეს ყველაფერი „ძირგამომპალ საძირკველზე“ როგორ აშენდება, საინტერესოა?!- იუსტიცია - იგივე, სასამართლო - იგივე, საკანონმდებლო უმრავლესობა - იგივე. „წულუკიანი და სხვ“... ეს ყველაფერი „ხეების პროწიალს“ დაემსგავსა, ნუ, ამ შემთხვევაში „დენდროპარკი“, „ქე მაინც“ შენდება... და ამ ადამიანების „პროწიალი“ აქეთ -იქით, რა არის, მართლა რა უბედურებაა, ჩემს გარშემო ვერავინ გაიგო, უბრალოდ, თმენის რეჟიმშია ხალხი - დაღლილი, მშიერი, გაოგნებულები სხედან ტელეეკრანებთან, ახალი შეურაცხყოფის მოლოდინში“,“ - წერს  ჩარკვიანი.

'.$TEXT['print'].'