ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა - რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები
ავტორი: გურიის მოამბე
ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა - რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები

მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისადმი პრეტენზიები იზრდება. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ბანკებში 2 047 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია. 2017 წლის პირველ 5 თვეში ბანკებში 1 472 პრეტენზია დაფიქსირდა. 

2018 წლის 5 თვის პრეტენზიების სამეულში შედიან:

1) მიმდინარე ანგარიში - 782 განაცხადი

2) სამომხმარებლო სესხი - 404 განაცხადი

3) საკრედიტო ბარათი – 196 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.

ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციულ ბანკებში შესული და 

სრულად განხილული პრეტენზიებიდან მხოლოდ 17,8% (366 განაცხადი) იქნა მიჩნეული საფუძვლიანად ბანკების მიერ და მათი გადაწყვეტა მომხმარებლების სასარგებლოდ მოხდა, 74,5%-ის შემთხვევაში (1 526 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 106 შემთხვევის განხილვა კი კომერციულ ბანკებს არ დაუსრულებია.

რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ბანკებში 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.

წყარო bpn

'.$TEXT['print'].'