რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები
ავტორი: გურიის მოამბე
რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. 

მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებს. ესენი არიან : შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

 რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები. 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს მამის ძმისგან 

მიიღო საჩუქრად; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. 

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1 749,03 ლარი; 9 000 ევრო; 0,66 ლარი; 0,12 ლარი ჰქონდა. მის 2017 წლის დაუბეგრავმა ხელფასმა მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა, ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. 

დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, სოფელ დილისკაში, რომელიც 2016 წელს 7 000 ლარად შეიძინა; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7, რომელიც 2017 წელს სხვა ავტომობილში გაცვლის შედეგად მიიღო. 

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 4 931,63 ლარი და 66,5 ლარი ჰქონდა. მისმა დაუბეგრავმა ხელფასმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის 13 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში - 43 920,82 ლარი; პრემიამ კი - 625 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, მიმდინარე წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით სერგეენკო ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado.

მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 3 200 დოლარი; 7 627 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 200 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა მინისტრის პოსტზე 2016 წლის განმავლობაში - 75 000 ლარი შეადგინა. სერგეენკოს მეუღლე კი ფლობს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, რომელიც საჩუქრად მიიღო.

bpn

'.$TEXT['print'].'