ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილში" გველი მოკლეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი "გურიის მოამბესთან" ყვება, დაახლოებით მეტრონახევრიანი გველი, ბენზინის ჩასასხამად სადგურში გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოვარდა.
ქვეწარმავალი მოლარე ოპერატორმა დაინახა. ის ადგილზე მოკლეს.