ნუ ველოდებით სასწაულს, სასწაული არ მოხდება - ვაშაძე ნატოს სამიტს ეხმაურება
ავტორი: გურიის მოამბე
ნუ ველოდებით სასწაულს, სასწაული არ მოხდება - ვაშაძე ნატოს სამიტს ეხმაურება

ის რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ჩვენმა კაბინეტმა გააკეთა. ამის შემდეგ ერთი ნაბიჯით არ წავწეულვართ წინ - ეს განცხადება, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, ნატოს სამიტის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინები გაჩნდა, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე პროცესი ერთ ადგილზეა გაყინული.

„სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებდნენ ხელისუფლების მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირები, რომ საქართველოს მაპი არ სჭირდება. რატომ არ შეიგნო ამ ხალხმა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს ორგანიზაცია არის ანგლოსაქსურ სამართლებრივ აზროვნებაზე დაფუძნებული ალიანსი და თუ 1999 წელს ვაშინგტონის სამიტზე ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება , რომ ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება ვერც ერთი სუვერენული ქვეყანა თუ ის არ გაივლის მაპის ეტაპს. ეს დადასტურებული იყო ბოლოს წინა სამიტზე ვარშავაში და კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს დღეს. ამიტომ ნუ ველოდებით სასწაულს. სასწაული არ მოხდება. ის რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ჩვენმა კაბინეტმა გააკეთა. ამის შემდეგ ერთი ნაბიჯით არ წავწეულვართ წინ თუ არ ჩავთვლით ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც ძალიან პოზიტიური არის, სადაც მაპის ძალიან ბევრი ელემენტი არის. მაგრამ მას კარდინალურ ხარისხობრივ ნახტომს ვერ ვაღწევთ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


'.$TEXT['print'].'