სოფელ ბახვში უხუცესი პედაგოგის 95 წლის იუბილე აღნიშნეს
ავტორი: გურიის მოამბე
სოფელ ბახვში უხუცესი პედაგოგის 95 წლის იუბილე აღნიშნეს
სოფელ ბახვის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს გულნარა მგელაძეს დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდა. 
საიუბილეო თარიღი უხუცეს მასწავლებელს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 
გულნარა მგელაძე სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას 38 წლის მანძილზე ეწეოდა. სარგებლობდა კოლეგების განსაკუთრებული პატივისცემითა და მოსწავლეების სიყვარულით. მას ახასიათებენ, როგორც პროფესიონალ მასწავლებელს, დინჯ და დარბაისელ ქალბატონს. 
იუბილე დამსახურებულ, ასაკოვან პედაგოგს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერულ საკითხთა სამსახურის უფროსმა - მარინა ჯაფარიძემ, ბახვის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეროდი გორდელაძემ, საკრებულოს დეპუტატმა - ლელა საჯაიამ, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, როზა გოგუაძემ და ყოფილმა კოლეგებმა მიულოცეს. 
კონსტანტინე შარაშენიძემ უხუცეს პედაგოგს განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,სპეციალური სიგელი გადასცა.
'.$TEXT['print'].'