სოფელ ბახვში გზების დაგრეიდერება დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
სოფელ ბახვში გზების დაგრეიდერება დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში გზების დაგრეიდერება-მოხრეშვა მიმდინარეობს.
სამუშაოებს დღეს ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან - ეროდი გორდელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. 
მუნიციპალური ტექნიკა მშვიდობაური-ბახვის დამაკავშირებელი გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე მუშაობს. 
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მაღალი ეწერი-ნაგომრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაგრეიდერება-მოხრეშვა.
კონსტანტინე შარაშენიძის ინფორმაციით გზების მოწესრიგება სხვა სოფლებშიც იგეგმება.

'.$TEXT['print'].'