"ყველაფერი ღმერ­თზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი..."- თბილისის ყოფილი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა უგონო მდგომარეობაშია
ავტორი: გურიის მოამბე
"ყველაფერი ღმერ­თზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი..."- თბილისის ყოფილი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა უგონო მდგომარეობაშია

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა ერთი წე­ლია უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 2017 წლის 21 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით ის მძი­მე ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა.

ზო­დე­ლა­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სით მო­ემ­გზავ­რე­ბო­და, რა დრო­საც ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი - "ოპე­ლის", "მერ­სე­დე­სი­სა" და "ჰონ­დას" მარ­კის მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა.

ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 35 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და. ავა­რი­ის შემ­დეგ ზო­დე­ლა­ვა "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს და მას ტრე­პა­ნა­ცია (თა­ვის ქა­ლის გაკ­ვე­თის ოპე­რა­ცია) ჩა­უ­ტარ­და.

დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი

მერი უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შემ­დეგ ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ზო­დე­ლავს ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი თემო ქურ­ხუ­ლი ესა­უბ­რა:

"22 ივ­ლისს გახ­დე­ბა ერთი წელი რაც ვანო ზო­დე­ლა­ვა ავა­რი­ა­ში მოხ­ვდა და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 8 თვე აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ახლა ავ­ლა­ბარ­ში წევს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში და ორ თვე­ში 

სახ­ლში გა­და­ვიყ­ვანთ ალ­ბათ. ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ექი­მე­ბი ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი როცა ასე­თი დროს ადა­მი­ა­ნე­ბი გონს მო­დი­ან, სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ, ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
ვანო ზო­დე­ლა­ვას თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტი 1998-2004 წლებ­ში ეკა­ვა.
ambebi.ge
'.$TEXT['print'].'