ინგლისის სამეფო სამზარეულო, გაიგეთ რას მიირთმევს ელისაბედ
ავტორი: გურიის მოამბე
ინგლისის სამეფო სამზარეულო, გაიგეთ რას მიირთმევს ელისაბედ

ინგლისის დედოფალმა ზუსტად იცის რა უყვარს. ის მრავალი წელია არ იშორებს საყვარელ საფულეს, ფრჩხილის ლაქის ფერის არჩევისას საკმაოდ კონსერვატიულია და ასევე, ცნობილია, როგორც ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელი ძაღლის ჯიშისა, სახელად Welsh Corgi.

 

ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სამეფო სამზარეულოში მკაცრი წესები სუფევს.

ბუკინგემის სასახლეში კერძებს არასოდეს უკეთებენ ნიორს. ვინ იცის, იქნებ მოულოდნელად მოუწიოთ სადღესასწაულო მიღებაზე წასვლა. დედოფალი პიტნის საღეჭი რეზინით - ნამდვილად უცნაური სანახავი იქნებოდა.

 


რა არის კიდევ აკრძალული ინგლისის მთავარ სამზარეულოში? ბრინჯი, კარტოფილი და მაკარონი. ელისაბედ II მკაცრ და  დაბალი ნახშირწყლების დიეტას იცავს. როდესაც ის სენდვიჩს მიირთმევს, პურის ქერქები მოჭრილი უნდა იყოს.

დედოფალი მაინც აძლევს თავს პატარა სიამოვნების უფლებას. მას ძალიან უყვარს შოკოლადი (განსაკუთრებით შოკოლადის ტორტი და შოკოლადის მუსი), მანგო, მარწყვი და ატამი. 

ამ გემრიელობებთან ერთად ის ჯინს ან ღვინოს მიირთმევს.

ambebi.ge

'.$TEXT['print'].'