ოზურგეთში ბოლო წლებში აუქციონის წესით გაყიდულ მიწებს სახელმწიფო უკან დაიბრუნებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ბოლო წლებში აუქციონის წესით გაყიდულ მიწებს სახელმწიფო უკან დაიბრუნებს

ოზურგეთის თემთა  და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მიერ ბოლო წლებში აუქციონით გაყიდულ მიწებს სახელმწიფო უკან დაიბრუნებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბესათვის" კონფიდენციალური წყაროდან გახდა ცნობილი.

წყაროს ცნობით ამ საქმეებზე ოზურგეთის მერიამ შესაძლოა ამ დღეებში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს.

ამ რეკომენდაციით, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოზურგეთის მერიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა მიმართა.

აღნიშნული უწყება უკვე რამდენიმე თვეა გურიის შავიზღვისპირეთში, ე.წ. "შრომის მიწების" საქმეს იძიებს.

ოზურგეთის მერიაში, თუ კონკრეტულად რა რეკომენდაციებით მიმართა უშიშროების სამინისტრომ მუნიციპალიტეტს, არ საუბრობენ. მეტიც "გურიის მოამბეს" ამასთან დაკავშირებით არ პასუხობენ.

გამოძიების ფარგლებში უშიშროებამ გასულ კვირას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დაკითხა.

დაკითხვა თბილისში რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიწების კანონდარღვევით (რაც სავარაუდოდ გამოძიებით დადასტურდა) მისაკუთრების საქმეში დავით დარჩია სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ფიგურირებს.

ვრცელდება ინფორმაციები რომ უკან დასაბრუნებელ გაყიდულ მიწების ჩამონათვალში გარდა "შრომის მიწებისა" ქალაქ ოზურგეთში გაყიდული ე.წ. "ყვავილების ბაზრობა" და მუზეუმის მიმდებარე "ბუტკებიც" შედის.

ჩამონათვალი, უკან დასაბრუნებელი გაყიდული მიწების ძალიან ბევრია, და ამ თემას "გურიის მოამბე" კვლავ, უფრო ვრცლად დაუბრუნდება.

'.$TEXT['print'].'