ოზურგეთის „არწივებმა“ მორიგი სეზონისათვის მზადება დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის „არწივებმა“ მორიგი სეზონისათვის მზადება დაიწყო

 

ოზურგეთის „არწივები“ 2018-2019 წლის პირველი ლიგის ჩემპიონატის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მზადებას უკვე შეუდგნენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი ცოტა მოგვიანებით იწყება და პირველი კალენდარული შეხვედრა II ადგილოსან ქუთაისის „არესთან“ 6 ოქტომბერს ზვანი არენაზე გაიმართება.

ოზურგეთის „არწივები“ როგორც მოთამაშეთა, ასევე მწვრთნელთა გაძლიერებული და უფრო პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა.

როგორც ყოველწლიურად, რაგბის კავშირიდან წელსაც იმყოფებოდა სპეციალური კომისია, რომელიც ამოწმებს ჩვენს ინფრასტრუქტურას.

კომისიასთან ერთად ამ შემოწმება-დათვალიერებას, ასევე დაესწრნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ბატონები ალექსანდრე სურგულაძე,  გიორგი ღურჯუმელიძე, ოსიკო თოთიბაძე და ავთანდილ სვანიძე. რომლებიც გაეცნენ კომისიის გადწყვეტილებას, გაესაუბრენენ მორაგბეებს და შესაძლებლობის ფარგლებში აღგვითქვეს დახმარება.

სარაგბო კლუბი ოზურგეთის „არწივები“ მზად არის 30 კაცის შემადგენლობით საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სვანეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრით სამუშაოებში.

 

'.$TEXT['print'].'