ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტი ჯვაროსნის ფორმით მივიდა
ავტორი: Imedi News
ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტი ჯვაროსნის ფორმით მივიდა

175-ე სკოლაში ისტორიის გამოცდაზე ერთ-ერთი აბიტურიენტი განსხვავებული ჩაცმულობით მივიდა. კერძოდ კი, აბიტურიენტს ჯვაროსნის ფორმა ეცვა. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

როგორც გიორგი ჟუჟუნაშვილმა განმარტა, ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ამიტომაც თემატურად გადაწყვიტა გამოცდაზე ჯვაროსნების კოსტიუმით მისულიყო. მისივე თქმით, ამ პერფორმანსის მიზანი, აბიტურიენტებში სტრესის განმუხტვა იყო.

"სანამ გამოცდაზე წავიდოდი, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ცხელ ხაზზე დავრეკე და გავარკვიე, შემეძლო თუ არა განსხვავებული ფორმით მისვლა და მითხრეს რომ პრობლემა არ იყო. დამკვირვებლების რეაქციაც ჩემს ჩაცმულობაზე იყო ძალიან კარგი. უბრალოდ, ერთი ის იყო, რომ თავიდან დაცვისთვის ახსნა დამჭირდა, რომ ნამდვილად აბიტურიენტი ვიყავი, ადმინისტრაციაშიც დარეკეს და გადაამოწმეს. კორპუსში რომ შევედი, დაცვა ხუმრობდა, მოდი მუზარადით შევუშვათო, მაგრამ მუზარადი და სამკლავურები დავტოვე, დანარჩენი ყველაფერი შემატატინეს“, – თქვა ახალგაზრდამ.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს.

აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

 

წყარო

'.$TEXT['print'].'