ოპოზციიის ლიდერი სპეცსამსახურებს მისი ლიკვიდაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს დეპუტატი პოლიციას ხვალ მიმართავს
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზციიის ლიდერი სპეცსამსახურებს მისი ლიკვიდაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს დეპუტატი პოლიციას ხვალ მიმართავს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე, სპეცსამსახურებს მისი ფიზიკური ლიკვიდაციის ორგანიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

მჟავანაძე ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი, გვარად ნინიძე, ფიზიკური ლიკვიდაციით, საზღვარგარეთიდან ემუქრება.

აღნიშნული პიროვნება მოსკოვში მცხოვრები, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილ იგორ გიორგაძესთან დაახლოებული პირია და ის რამდენიმე წლის წინ იგორ გიორგაძეს პარტიას ხელმძღვანელობდა ოზურგეთში.

ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი, პოლიციას, მომხდართან დაკავშირებით, ხვალ განცხადებით მიმართავს.

"დაანონსებული სასამართლო დავის დაწყებიდან ჩემი ლიკვიდაციის მუქარამდე. არც მეტი არც ნაკლები ეკა ნინიძის ძმა ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრება და სატელეფონო საუბარში მიცხადებს, რომ ის ამისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვა. მისი გაღიზიანება ერთი თვის უკან ჩემს მიერ გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია, თუმცა აქ საქმე სხვა რამეშია რატომღაც ერთი თვის შეემდეგ გაახსენდა ეკა ნინიძეს რომ სასამრთლოში უნდა მიჩივლოს მას შემდეგ რაც მისმა მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო, საქმეში იგორ გიორგაძის ახლობელი ძმა ჩართო რომელსაც რატომღაც ერთი თვე დასჭირდა მუქარის შემცველი ზარის განსახორციელებლად. უკვე დადასტურებით შემიძლია ვთქვა რომ ეს არის სუსის მიერ დაორგანიზებული და ხელშეწეყობილი მოქმედება, რათა წინა საარჩევნოდ მოხდეს ჩემი განეიტრალება. არც ნინიძის საჩივრის და მითუმეტეს არც მისი ძმის მუქარის შემდეგ არ ვაპირებ გაჩუმებას. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას გაორმაგებული ძალებით ხოლი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ ფაქტის გამოძიება. ვაქვეყნებ იმ პირის ნომერს ვინც მისი თქმით ჩემს მოსაკლავად უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ხოლი აუდიო ჩანაწერს გადავცემ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს"-წერს მჟავანაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ იგორ გიორგაძესთან დაახლოებული, ოზურგეთში მცხოვრები ნინიძე, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და ოპოზიციის ლიდერს ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრება, ოზურგეთის ყოფილი მაღალჩინოსნის, ეკა ნინიძის ძმაა, თავად ეკა ნინიძე კი თბილისის მერის კახი კალაძის გარემოცვის - ილა კეჭაყმაძისა და ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის ინტერესების გამტარებელი და ადგილობრივი "ქართული ოცნების" აქტივისტია.

სურათზე: დავით მჟავანაძე მარცხნიდან მეორე;
'.$TEXT['print'].'