დეპუტატი: "ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარის უკან ილა კეჭაყმაძე დგას"
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატი: "ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარის უკან ილა კეჭაყმაძე დგას"

ოზურგეთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, საკრებულოს დეპუტატი და ფრაქციის ხელმძღვანელი საკრებულოში, დავით მჟავანაძე, მიიჩნევს, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარის უკან, რომელიც ექს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმის გამო ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილის, მოსკოვში მცხოვრები იგორ გიორგაძის გარმოცვის წევრიდან, ჯაბა ნინიძიდან მოდის, თბილისის მერის, კახი კალაძის მარჯვენა ხელი, ილა კეჭაყმაძე დგას. 

ეს განცხადება, მჟავანაძემ, გურიის პოლიციაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, მას გუშინ საზღვარგარეთიდან, რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდნენ და ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან.

ის კონკერტულად ჯაბა ნინიძეს ასახელებს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ტელეფონით და ემუქრება, ხოლო ამის ორგანიზატორად, მჟავანაძე თბილისის მერის, კახი კალაძის გარემოცვის წევრს, ილა კეჭაყმაძეს მიიჩნევს, რომელსაც გურიის ოპოზიციაში გურიის რუხ კარდინალს უწოდებენ და ოპოზიციაში კრიმინალური ავტორიტეტების მფარველად მოიხსენიებენ.

'.$TEXT['print'].'